მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მიიჩნევს, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფავორიტი მისი გუნდი არ არის.
"ჩვენ ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტები არ ვართ. ახლა კმაყოფილები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და ეს მხოლოდ დასაწყისია.
მთავარ კონკურენტებთან ექვსქულიანი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე პრიმერა დივიზიონის ტიტული მოვიპოვეთ", - განაცახდა ფრანგმა სპეციალისტმა.