კატასტროფა ქართული გუნდებისთვის: ჩემპიონთა ლიგაზე ახალი წესი ოფიციალურად შემოვიდა
10 დეკ 2016, 17:29
იმის გარდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2018 წლიდან მატჩის დაწყების დრო შეიცვლება, ამავე წლიდან ახალი, მნიშვნელოვანი წესი შემოვა. უეფას ახალი პრეზიდენტის თქმით, 2 სეზონის შემდეგ გუნდები ამ ტურნირზე სრულიად განსხვავებული წესით მოხვდებიან. წამყვანი ჩემპიონატების 16 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად გავა, დანარჩენი კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აირჩრევა. ასევე, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ინგლისის 4-4 გუნდი ლიგაზე ავტომატურად გავა. ავტომატურად გავლენ საფრანგეთის, რუსეთის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიც, რაც საბოლოოდ 26 გუნდამდე ადის. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპით მხოლოდ 6 კლუბი გავა. ეს წესი ძალიან ცუდია ქართული გუნდებისთვის, რადგან მათი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო მიზერული გახდება. 2018 წლიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები თბილისის დროით 21 და 23 საათზე დაიწყება.
კომენტარები (2)
ავატარი RONBAL10 დეკ 2016, 21:44
mnishvneloba ara aqvs amattvis mainc😃
ავატარი Iunaitedi11 დეკ 2016, 02:23
Azri?😃
სიახლეები | Hazard | კატასტროფა ქართული გუნდებისთვის: ჩემპიონთა ლიგაზე ახალი წესი ოფიციალურად შემოვიდა