დიდია იმის ალბათობა, რომ ლონდონის "ჩელსის" პრემიერ ლიგაში ქულები დააკლონ.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია კვალვ იძიებს "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" მატჩში მომხდარ ინციდენტს.
გახსოვთ ალბათ, რომ დავიდ ლუიზის წინააღმდეგ სერხიო აგუერომ იუხეშა, რასაც დიდი აყალ-მაყალი მოჰყვა. აგუერო მაშინვე გააძევეს, შემდეგ კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ასევე, დაპირისპირება მოუვიდათ ფერნანდინიოსა და ცესკ ფაბრეგასსაც, თუმცა ესპანელი მსაჯმა არ გააძევა.
ასეა თუ ისე, ფეხბურთელები საკმარისად დაისაჯენ, ახლა კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გუნდების დასჯას განიხილავს.
ცნობილია, რომ ორივე მათგანი აუცილებლად დაისჯება, თუმცა "ჩელსისთვის" შესაძლოა სასჯელი კატასტროფული გამოდგეს.
კერძოდ კი, მსგავსი სანქციები ლონდონურ გუნდს ბოლო 19 თვეში მეოთხედ უწესდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ მათ ქულები ჩამოაკლდებათ.
იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე გუნდს ხშირად უფიქსირდება მოედანზე არეულობის გამო ჯარიმა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უმკაცრესს ზომას, ქულების დაკლებას მიმართავს.
chelsis shesadzloa qulebi daaklon
11 დეკ 2016, 12:10
chelsistan ra undat?
Gaucho, sxavdrosac uxeshobso chelsi da magis gamo me ese gavige ravi da magito
Iunaitedi, hazards ar utxrat, guli etkineba
Gaucho, ;d
მეც მაგარი უხეში ვარ მარა აბა გაბედოს ვინმემ რამე 😃