ანტონიო კონტე ახალ სანქციებზე: "მეხუმრებით? ეს უსამართლობაა"
12 დეკ 2016, 23:58
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის "ჩელსის" პრემიერ ლიგაში შესაძლოა ქულები დააკლდეს. ეს იმან გამოიწვია, რომ ბოლო 19 თვეში "არისტოკრატთა" მოთამაშეებს 4-ჯერ მოუვიდათ მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან შეხლა-შემოხლა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია არ გამორიცხავს, რომ მსგავსი დარღვევის გამო "ჩელსის" პრემიერ ლიგაში ქულები დააკლდეს. ეს ინფორმაცია, ანტონიო კონტეს "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა უამბეს, მისი რეაქცია კი ასეთი იყო: "მეხუმრებით? არ მესმის, რატომ უნდა აგოს რიგითმა ფეხბურთელმა პასუხი იმაზე, რაც თვითონ არ ჩაუდენია. უსამართლობაა, რომ რომელიმე მოთამაშის გამო მთელი გუნდი დაისაჯოს. კარგად ვნახეთ ყველამ, რომ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" მოთამაშეები ბოლოს სიტუაციას მხოლოდ ასტაბილურებდნენ და იქ საგანგაშო არაფერი ხდებოდა", - განაცხადა კონტემ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ანტონიო კონტე ახალ სანქციებზე: "მეხუმრებით? ეს უსამართლობაა"