ნეტოს სიმართლე უამბეს
14 დეკ 2016, 21:21
ბრაზილიური “შაპეკოენსეს” ფეხბურთელი
ჰელიო ნეტო კომადან რომ გამოვიდა,
გამცნეთ და ისიც, რომ ავიაკატასტროფის
შესახებ არაფერი ახსოვდა. 31 წლის
ფეხბურთელს ექიმებმა სიმართლე უკვე
გაუმხილეს, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ნეტოს ეგონა, რომ ფინალური მატჩისას
ტრავმა მიიღო...
“ჩვენ ყველაფერი მოვუყევით ტრაგედიის
შესახებ. მაგრამ, მანამდე ფიქრობდა, რომ
მატჩის დროს ტრავმა მიიღო. ამჟამად მისი
მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დადებითად
მიმდინარეობს გამოჯანმრთელების
პროცესი”, - ამბობს დოქტორი სტაკონსკი.
შეგახსენებთ, ჰელიო ნეტი
ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა კომაში
კარგა ხანს იყო. გონზე მოსვლის შემდგომ კი, მას მომხდარის შესახებ არაფერი
ახსოვდა...
კომენტარები (4)
ავატარი Iunaitedi15 დეკ 2016, 01:05
Es xo mekarea.?
ავატარი Hazard15 დეკ 2016, 08:08
Iunaitedi, mec egre mgonia, mara araa mgoni mekare
ავატარი Iunaitedi15 დეკ 2016, 08:22
Hazard, egiqneba
ავატარის გარეშე 18 დეკ 2016, 18:51
araa bijebo mekare helio neto sayrdeni naxevarmcvelia tqven vizec laparakobt mekareao eg mls-shi tamashobs
სიახლეები | Hazard | ნეტოს სიმართლე უამბეს