გვარდიოლა: "ასე გაგრძელება არ შეიძლება"
14 დეკ 2016, 21:24
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბოლო პერიოდში, მისი გუნდის მიერ ნაჩვენებ ცუდ შედეგებს გამოეხმაურა. "რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ გუნდს ჩავარდნა აქვს და ეს ყველაფერი მალე უნდა გამოსწორდეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ შინ უკვე 4 მატჩია ვერ ვიგებთ. გუნდთან კონტრაქტი მაქვს და აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მომიწევს სამუშაო დავტოვო", აცხადებს გვარდიოლა. პრემიერ ლიგაში "სიტის" უკვე ზედიზედ 2 წაგება აქვს. დღეს ისინი "უოტფორდს" შეხვდებიან.
კომენტარები (1)
ავატარი Iunaitedi15 დეკ 2016, 01:03
Aba ragegona shen premierligashi ro modiodi espaneti an germania xoarggonia
სიახლეები | Hazard | გვარდიოლა: "ასე გაგრძელება არ შეიძლება"