მოურინიო: "მანჩესტერი ჩელსიზე უკან იმიტომაა, რომ მათზე მეტი ქულა დაკარგა"
16 დეკ 2016, 01:21
"კრისტალ პალასთან" მოგების შემდეგ, უცნაური განცხადება გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. "მანჩესტერი ჩელსიზე უკან იმიტომაა, რომ ჩვენ საკუთარ მოედანზე ბევრი მატჩი წავაგეთ, დაგვიგროვდა ფრეები და საბოლოო ჯამში ჩელსიზე მეტი ქულა დავკარგეთ. ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ყველა შეხვედრაში წარმატებაზე უნდა ვიფიქროთ, ახალი წლიდან კი გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშოთ", - აცხადებს მოურინიო. 16 ტურის შემდეგ "იუნაიტედს" 27 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა "ჩელსი" კი 40 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
კომენტარები (1)
ავატარი Iunaitedi16 დეკ 2016, 15:53
Kaifia
სიახლეები | Hazard | მოურინიო: "მანჩესტერი ჩელსიზე უკან იმიტომაა, რომ მათზე მეტი ქულა დაკარგა"