შესაძლოა, ტერიმ სათამაშოდ ჩინეთს მიაშუროს
16 დეკ 2016, 21:24
შესაძლოა, ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა, ჯონ ტერიმ კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. ამის შესახებ ბრიტანული პრესა წერს. ტერი ჩინეთის ლიგაში პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ჩინური გუნდის მაისურს მოირგებს. ცოტა ხნის წინ, ანტონიო კონტემ ტერის შესაძლო წასვლა კლუბიდან უარყო და განაცხადა, რომ კაპიტანი "არისტოკრატებს" სჭირდება. მიმდინარე კონტრაქტი ტერის "ჩელსისთან" 2017 წლამდე აქვს.
კომენტარები ჯერ არ არის