ჩინელები არდა თურანში დიდ თანხას იხდიან
28 დეკ 2016, 04:03
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, რომ ჩინური გუნდი, "ევერგრანდი" არდა თურანის შეძენას აპირებს. ცნობილია, რომ აზიელები "ბარსელონას" თურქი ფეხბურთელის სანაცვლო 50 მილიონ ევროს სთავაზობენ. 29 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" 2015 წელს გადავიდა. მის სანაცვლოდ "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" 34 მილიონი ევრო გადაუხადა. წესით კატალონიაში 50 მილიონიან შეთავაზებაზე თანახმა უნდა იყვნენ, რადგან თურქ ფეხბურთელში 16 მილიონს მოიგებენ.
Gayidian uejveli mag fashi