ოფიციალურად: დრაქსლერი პსჟ-ს ფეხბურთელია
3 იანვ 2017, 15:26
გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, კარიერას "პსჟ-ში" გააგრძელებს. 23 წლის ტექნიკური შემტევის ტრანსფერი "ვოლფსბურგიდან" პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს დაადასტურა. იულიანმა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და "პსჟ-ს" ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ პრესაში იწერება, რომ გერმანულმა კლუბმა, ერთ-ერთ ლიდერის სანაცვლოდ, 45-49 მილიონი ევრო მიიღო. მიმდინარე სეზონში დრაქსლერმა, ყველა ტურნირზე ერთად, 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი საგოლე პასი გააკეთა. ის "ვოლფსბურგს" 2015 წელს შეუერთდა, მაგრამ ახალ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა.
Magari transferia