მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის, აგენტმა, ცეზარ კუხარსკიმ, აღიარა, რომ მის კლიენტს ჩინეთიდან ფანტასტიკური შემოთავაზება ჰქონდა.
"მე დამიკავშირდა აგენტი, რომელსაც მოთამაშეები ჩინეთში მიჰყავს.
ლევის ჩინეთში წასვლა რომ გადაეწყვიტა, ის წელიწადში 40 მილიონზე გაცილებით მეტს გამოიმუშავებდა, როგორც ახლა ტევესი იღებს. გასაგებია, რომ რობერტი კარლოსზე ახალგაზრდაა და თანაც უფრო ძლიერი ფეხბურთელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა, ლევანდოვსკი არ იყიდება. თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს", - განაცხადა 28 წლის პოლონელის აგენტმა.
32 წლის არგენტინელი ფორვარდი, კარლოს ტევესი, "შანხაი შენუაში" გადავიდა და მისი ანაზღაურება წელიწადში 40 მილიონი ევრო იქნება. ამრიგად, კარლიტო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.