ჩელსი ევროპა ლიგის ფინალს უდიდესი დანაკლისით ხვდება
27 მაისი 2019, 18:50
"ჩელსის" ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, დიდი ალბათობით, "არსენალთან" გასამართ საევროპალიგო ფინალს გამოტოვებს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სერიოზული დისკომფორტით დატოვა.

28 წლის ჰავბეკის დაბრუნების ოფიციალური ვადები ცნობილი არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის "მეთოფეებთან" მატჩში გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარება.

კანტემ მუხლი აქამდეც დაიზიანა. ნგოლო პრემიერ ლიგის 37-ე ტურის ეგიდით, "უოტფორდთან" (3:0) მაისის თვეში გამართულ შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც დაახლოებით ორი კვირა იუქმა.

"ჩელსი" - "არსენალი" 29 მაისს, ბაქოში გაიმართება
კომენტარები (1)
ავატარი Hazard27 მაისი 2019, 19:37
სარის ტაქტიკაში ვერ ჯდება მაინც და
სიახლეები | Iunaitedi | ჩელსი ევროპა ლიგის ფინალს უდიდესი დანაკლისით ხვდება