დინამო ბათუმი 50 000 ლარით დააჯარიმეს
29 მაისი 2019, 18:09
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "დინამო ბათუმი" დააჯარიმა.

მიზეზი კი ისაა, რომ საშინაო მატჩებზე, ბათუმელი ქომაგები შუა თამაშისას, მოედანზე შევიდნენ.

ამასთანავე, გულშემატკივრები ტრიბუნებიდან ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ამ ყველაფრის გამო, კლუბს 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმი" მორიგ საშინაო შეხვედრას დღეს, ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | დინამო ბათუმი 50 000 ლარით დააჯარიმეს