Marca-მ ლა ლიგის განვლილი სეზონის ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა.
"გამარჯვებული" გახდა მადრიდის "ატლეტიკოს" ვინგერი ტომა ლემარი.
ფრანგი პრიმერა დივიზიონში მოვიდა როგორც სეზონის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და "ინდიელთა" ისტორიაში საერთოდ ყველაზე ძვირადღირებული.
70 მილიონიანმა მსოფლიო ჩემპიონმა ჩაატარა 31 შეხვედრა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 3 ასისტი.