ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსი" თანაქალაქელ "არსენალს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მაურისიო სარის გუნდმა ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, "ჩელსი" მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ევროტურნირი წაგების გარეშე მოიგო.
ამ საუკუნეში, მსგავსი შედეგი 2006 წლის ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ", 2008 წელს კი "მანჩესტერმა" დააფიქსირა.