"პსჟ"-ს ფორვარდი, ნეიმარი შესაძლოა "ბარსელონაში" დაბრუნდეს, იუწყება Esporte Interativo-ს ჟურნალისტი, მარსელო ბესლერი.
ბესლერის ინფორმაციით, ბრაზილიელი "ბარსაში" დაბრუნებას უფრო და უფრო უახლოვდება.
27 წლის სუპერვარსკვლავისა და ლიონელ მესის კვლავ ერთად თამაში რეალურია.
მიუხედავად ამისა, ამ იდეის შესასრულებლად გრძელი გზაა გასავლელი.
ნეიმარმა გასულ სეზონში "პსჟ"-ს რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.
ბრაზილიელს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
Transfermarkt ნეიმარს 180 მილიონ ევროდ აფასებს.