რონალდინიო: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრება მექნებოდა"
27 აპრ 2020, 21:06
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, რომელიც პარაგვაიში გაყალბებული პასპორტების გამო დააკავეს, თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

სამხრეთ ამერიკელი აღნიშნავს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავს ვითარებაში თუ ჩავარდებოდა.

„ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ დოკუმენტები კანონიერი არ იყო. მას შემდეგ ჩვენი მიზანი გახლდატ სასამართლო უწყებასთან თანამშრომლობა ფაქტების გასარკვევად, იმ წუთიდან დღემდე, ავუხსენით ყველაფერი და ვუპასუხეთ ასაც გვეკითხებოდნენ.

ეს სერიოზული დარტყმა იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში ვიცხოვრებდი.მთელი ცხოვრება ვცდილობდი პროფესიონალური უმაღლესი დონისთვის მიმეღწია და ხალხს ჩემი ფეხბურთით სიამოვნებას ვანიჭებდი.

პარაგვაიში ჩასვლის პირველივე დღიდან ხალხისსითბოლი, სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, მადლობელი ვარ ამისთვის. მაქვს ჩემი რწმენა ვლოცულობ, რომ ეს მალე დასრულდეს. პირველი რასაც გავაკეთებ, ვაკოცებ დედაჩემს, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან რთულ ვითარებაში ცხოვრობს“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ასუნსიონის ციხეში იმყოფებოდა, ამჟამად კი ამავე ქალაქში შინაპატიმრობაშია.
კომენტარები (4)
ავატარი Iunaitedi28 აპრ 2020, 00:42
Xo ra aba tviton rashi awyobda gayalbeba
ავატარი Hazard28 აპრ 2020, 01:11
Iunaitedi, rashi da braziliidan gasvla akrdzaluli qonda 😃
ავატარი Iunaitedi28 აპრ 2020, 01:20
Lampard, hoo? :d mase gariska mere
ავატარი Hazard28 აპრ 2020, 01:43
Iunaitedi, 2 milioni qonda vali saxelmwifosi da magito ipareboda 😃
სიახლეები | Hazard | რონალდინიო: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრება მექნებოდა"