"ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ "ჩელსიში" ანდრე ვილაშ-ბოასთან ერთად მუშაობა გაიხსენა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ ლონდონელებმა მოიგეს.
"დი მატეომ მითხრა, რომ ფინალამდე გუნდთან ერთად ვიქნებოდი. უნდოდა, ყველას პროტესტი გამოეხატა. იმათაც კი, ვინც განაცხადში არ იყო ან დისკვალიფიცირებული გახლდათ".
"ასეთ გამარჯვებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს სასიამოვნოა, როცა 19 წლის ხარ. მთელი კლუბის გამო მოხარული ვარ, მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ წამართვა - წინა მწვრთნელი. მას ამას არასოდეს ვაპატიებ".
"ტიტულს არ შევხებივარ, რადგან წვლილი არ შემიტანია. თუ მონაწილეობას არ ვიღებ, ეს ჩემი გამარჯვება არ არის და ვერ აღვნიშნავ", - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს HLN.