გზა პრემიერ ლიგისკენ - კულიბალიმ სასურველი გუნდი შეარჩია
25 ივნისი 2020, 16:00
Sunday Times-ის თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ პრემიერ ლიგაში სასურველი გუნდი შეარჩია.

საუბარია არა "ლივერპულზე", როგორც ეს აქამდე ითვლებოდა, არამედ "მანჩესტერ სიტიზე". დიახ, სენეგალელისთვის ბრძოლაში ფავორიტები "ქალაქელები" არიან.

ამასთან ერთად, "აძურიმ" გადაწყვიტა დათმობაზე წასვლა და თავის უკანახაზელს სატრანსფერო ფასი დააკლო.

"ლურჯებს" აფრიკელი ცენტრბექის გადმობირება დაახლოებით 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | გზა პრემიერ ლიგისკენ - კულიბალიმ სასურველი გუნდი შეარჩია