გიოტცე ლა ლიგის გრანდში, მაგრამ 5-ჯერ შემცირებული ხელფასით
25 ივნისი 2020, 16:02
როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში მარიო გიოტცე აღარ იქნება.

Bild-ის თანახმად, გერმანელი შემტევით დაინტერესდა ლა ლიგის ერთ-ერთი გრანდი, კერძოდ - მადრიდის "ატლეტიკო".

წინადადება მართლაც საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ არსებობს ერთი დამაბრკოლებელი გარემოება - ხელფასი.

"შავ-ყვითლების" ფლეიმეიქერის ამჟამინდელი ანაზღაურება შეადგენს 10 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც "ინდიელები" მას მხოლოდ ორ მილიონს სთავაზობენ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Iunaitedi | გიოტცე ლა ლიგის გრანდში, მაგრამ 5-ჯერ შემცირებული ხელფასით