ვილიანი სავარაუდოდ კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს
29 ივლისი 2020, 15:43
„ჩელსის“ ბრაზილიელი შემტევი, ვილიანი, დიდი ალბათობით, კარიერას სხვა ლონდონურ კლუბში, „არსენალში“ გააგრძელებს - გვამცნობს The Guardian.

ვილიანს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი წლეულს, 31 აგვისტოს ეწურება. ლურჯების დამრიგებელ ფრენკ ლამპარდს სურს 31 წლის თავდამსხმელის შენარჩუნება, თუმცა ბრაზილიელი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს, რაზეც „ჩელსის“ ხელმძღვანელობა არ თანხმდება. ცნობილია, რომ 30-ს გადაცილებულ ფეხბურთელებს „სტემფორდ ბრიჯზე“ ერთ წელზე მეტად კონტრაქტებს აღარ უგრძელებენ.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ვილიანი სავარაუდოდ კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს