ოფიციალურად: სიტიმ ჩელსის აღზრდილი მცველი შეიძინა
5 აგვ 2020, 23:45
„ჩელსის" აღზრდილი კარიერას „მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

ცენტრალური მცველი ნატან აკე ჩემპიონშიპში გავარდნილი „ბორნმუთიდან" „მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, იტყობინება „ქალაქელების" ოფიციალური ვებ-გვერდი. ნიდერლანდელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ტრანსფერის დეტალები არ საჯაროვდება, მაგრამ Sky Sports ამტკციებს, რომ „სიტიმ" ფეხბურთელში 41 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 2017 წლის ზაფხულში, „ბორნმუთმა" აკე „ჩელსიდან", 22.8 მილიონ ევროდ შეიძინა.

2019/20-წლების სეზონში აკემ „ბორნმუთის" მაისურით 30 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ აკე „სიტის" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, „ქალაქელებმა" „ვალენსიადან" 20 წლის ფერან ტორესის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურეს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ოფიციალურად: სიტიმ ჩელსის აღზრდილი მცველი შეიძინა