ადრიდის „რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, „მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალის საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 7 აგვისტოს, ინგლისში გაიმართება. პირველი შეხვედრა „სიტიმ" 1:2 მოიგო.
განაცხადში რამოსის ყოფნა ნუ გაგაკვირვებთ, ესპანელი კაპიტანი მატჩში დანამდვილებით ვერ ითამაშებს, მაგრამ გუნდს მხარდასაჭერად ინგლისში გაყვება.
ზიდანმა სიტისთან მატჩის განაცხადში დისკვალიფიცირებული რამოსიც კი შეიყვანა, ბეილი კი - არა
ესპანეთის დასრულებულ ჩემპიონატში, რომელშიც „რეალი" პირველ ადგილზე გავიდა, გარეტ ბეილმა 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლსა და 2 ასისტს მოუყარა თავი.
გულშემატკივრებმა ის სეზონის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.
ზიდანმა სიტისთან მატჩის განაცხადში დისკვალიფიცირებული რამოსიც კი შეიყვანა, ბეილი კი - არა
5 აგვ 2020, 23:46