"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, დიდი ალბათობით, კარიერას "არსენალში" გააგრძელებს, წერს ბრიტანული პრესა.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელი "მეთოფეთა" რიგებში ასპარეზობის წინააღმდეგი არ არის.
მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს აგენტი, კია ჯურაბჩიანი, რომელიც "არსენალში" დავიდ ლუიზისა და სედრიკ სუარეშის ტრანსფერებზე მუშაობდა.
სავარაუდოდ, ლონდონური კლუბი და "ბარსელონა" კოუტინიოს ხელფასს თანაბრად გადაიხდიან. აღინიშნება, რომ "არსენალი" გარიგების განსახორციელებლად დაახლოებით 10 მილიონ ფუნტს დახარჯავს (კატალონიური გრანდისთვის და ფეხბურთელისთვის გადასახადი თანხა).