ოფიციალურად: მთავარმა მწვრთნელმა მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთა
26 აგვ 2020, 01:47
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუდგეიტმა ერთა ლიგაზე გასამართი მატჩებისთვის გუნდის განაცხადიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ჰარი მაგუაირი მოკვეთა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

ერთა ლიგის გათამაშებაში ინგლისის ნაკრები 5 სექტემბერს ირლანდიას, 8 სექტემბერს კი დანიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულ მიკონოსის ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად მაგუაირმა სხვა ინგლისელებთან იჩხუბა. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილას პოლიცია მივიდა, ფეხბურთელმა და მისმა კომპანიამ სამართალდამცავებსაც შეუტია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ჰარი მაგუაირს განაჩენი გამოუტანეს - პირობითი სასჯელი 21 თვითა და 10 დღით.
კომენტარები (3)
ავატარი Iunaitedi26 აგვ 2020, 01:59
da miayenes sheurawyofa. yleze ar kidia kapitnoba. yleoba mwvrtneli
ავატარი Hazard26 აგვ 2020, 02:05
Iunaitedi, es yle ratoa kapitani ? 😃
ავატარი Iunaitedi26 აგვ 2020, 02:06
Lampard, eg sxva temaa 😃 an manchestershi ratoa egec sakitxavia
სიახლეები | Hazard | ოფიციალურად: მთავარმა მწვრთნელმა მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთა