როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" აწი უკვე ყოფილი კაპიტანი, ტიაგო სილვა ლონდონის "ჩელსის" უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "არისტოკრატებსა" და ვეტერან ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს შორის ყველანაირი შეთანხმება უკვე შედგა.
"პსჟ"-ს ყოფილი უკანახაზელი "ლურჯებთან" ხელშეკრულებას 1+1-ის სისტემით გააფორმებს და სოლიდურ ხელფასსაც მიიღებს.
"პარიზის" ყოფილი ორიანის "პენსიონერებში" ტრანსფერი გაოფიციალურდება უახლოეს პერიოდში, არაა გამორიცხული, რომ დღეს.