ჩელსის 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
27 აგვ 2020, 12:13
Daily Mail-ს, The Sun-სა და კიდევ არაერთ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ლონდონის "ჩელსიში" კორონავირუსის ეპიდემიაა.

ვირუსი დაუდგინდა "არისტოკრატების" ერთბაშად ოთხ ფეხბურთელს - კრისტიან პულიშიჩს, მეისონ მაუნტს, ტემი აბრაჰამსა და ფიკაიო ტომორის.

"ლურჯების" ოთხივე მოთამაშე დაინფიცირდა საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე, შვებულების დროს. ფეხბურთელები ახლა თვითიზოლაციაში არიან.

შეგახსენებთ, ზუსტად 18 დღეში ანუ 14 სექტემბერს "პენსიონერები" პრემიერ ლიგის პირველი ტურის ფარგლებში "ბრაიტონ ალბიონს" ხვდებიან.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჩელსის 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა