Bild-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ძალიან მალე დახურავს ლევერკუზენის "ბაიერის" ლიდერის, კაი ჰავერცის ტრანსფერს.
გერმანელმა შემტევმა პარასკევს ჩააბარა კორონავირუსის ტესტი, თუმცა კვირას გამართულ შეკრებაზე ის არ გამოცხადებულა.
პრესაში ვარაუდობენ, რომ "ფარმაცევტების" აღზრდილი "არისტოკრატებში" გადასვლის ბოლო დეტალებს აგვარებს და რამდენიმე დღეში, ტრანსფერი გაოფიციალურდება.
"ლურჯებს" ალემანიელი ფლეიმეიქერის ტრანსფერი დაუჯდებათ 80 მილიონი ევრო და დამატებით 20 მილიონს კლუბი ბონუსის სახით გაიღებს.