მიქაუტაძის საკითხი! - “სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს“
5 ოქტ 2020, 00:13
ბელგიურ სერენში მოასპარეზე გიორგი მიქაუტაძე ყველას ყურადღებას იპყრობს. ფეხბურთელმა, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, 6 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ბევრი ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ ის ეროვნულ გუნდში უნდა გამოიძახოს, რაზეც კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

“ალექსანდრე იაშვილს მიქაუტაძესთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს, ეს თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე მეცის საკუთრებაა და ის ბელგიაში იჯარის წესით ასპარეზობს. მან ჰეთ-თრიკი ორჯერ შეასრულა, ერთხელ კი თავი პოკერით დაგვამახსოვრა.
კომენტარები (1)
ავატარი Hazard5 ოქტ 2020, 10:18
თუ რაიმე ნორმალურს არ შესთავაზებს ამ ყლეების გადამკიდე კარიერას არ გაიფუჭებს არავინ
სიახლეები | Hazard | მიქაუტაძის საკითხი! - “სურვილი ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს“