მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, აცხადებს, რომ დღეს, მისი გუნდისა და "დორტმუნდის" დაპირისპირდება უფრო მაღლა დგას, ვიდრე "ელ კლასიკო".
ბოლოს გამართული "დერ კლასიკერი" "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით, ანგარიშით 3-2, დასრულდა.
ჩვენ [ბუნდესლიგას] გარკვეულწილად, ესპანეთის გვშურდა, როდესაც "ბარსა" და "რეალი" ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა, ახლა, ვფიქრობ, "დორტუმუნდისა" და "ბაიერნის" თამაში უფრო მაღალი დონის დაპირისპირებაა.
თამაშის შემდეგ, ვიფიქრე, რომ "კლასიკო" ამ მატჩს, თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, ვერც კი შეედრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ამჟამად, ბუნდესლიგა უფრო მაღლა დგას.
- რუმენიგეს სიტყვებს Goal ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუზე" ჩატარებულ "კლასიკოში" გამარჯვება ზინედინ ზიდანის გუნდს დარჩა.