არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა
8 დეკ 2020, 23:26
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია დღეს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

საბელია "ალბისელესტეს" 2011-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. არგენტინის ნაკრებმა, მისი ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც, სამწუხაროდ, გერმანიასთან დამარცხდა.

არგენტინელი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Toli | არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა