ნადალი : ისტორიაში საუკეტესო რონალდო ნაზარიოა
16 დეკ 2020, 00:40
ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ესპანელის აზრით, ეს ბრაზილიელი რონალდო გახლავთ.

"საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში? ეს ნამდვილად რთული შეკითხვაა, თუმცა იმის გათვალისწინებით ვინც მინახავს, ვფიქრობ ეს რონალდოა. მე არ ვსაუბრობ კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე. ეს უკანასკნელები რომ არ დავასახელოთ, რომლებიც მართლაც ძალიან კარგები არიან, მე რონალდო ნაზარიოს ვირჩევ. ის ფანტასტიური და შესანიშნავი იყო, მუდამ კარგი, სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა. რონალდო გამორჩეული მოთამაშე იყო. ბრაზილიელს კარიერის პიკში შევხვდი, რადგან ბიძაჩემი მასთან ერთად "ბარსელონაში" თამაშობდა.", - ნადალის სიტყვებს Tennis World USA ციტირებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Toli | ნადალი : ისტორიაში საუკეტესო რონალდო ნაზარიოა