ანდრეს ინიესტა
13 დეკ 2021, 01:27
???? “პირველად პატარა ანდრესი ტესტებზე ვნახე. თამაში ხუთი წუთის დაწყებული იყო და ვთქვი: “საკმარისია, გამოიყვანეთ ეს ბიჭი. ყველაფერი ნათელია”.

???? იგი რვა წლისაც არ იქნებოდა. გამხდარი და ბამბასავით თეთრი, პატარა ბიჭი იყო. ზოგი ამბობდა, რომ თითქოს მას უმანკო ბავშვის სახე ჰქონდა, ზოგიც აღნიშნავდა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირების გამორჩეული ნიჭი გააჩნდა. მუდამ ბურთიანად იყო, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. იმ დღეს წიდის მოედანზე თამაშობდნენ და ჩვენი მიზანი მასზე დაკვირვება იყო. მისნაირად ასობით ბავშვს ვაკვირდებოდით, ვაფასებდით, მათ მომავალს ვწყვეტდით. ის კი ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარი სკოლის, ფუენტეალბილიას მოედანზე იყო. მთელ დღეს სწორედ იმ მოედანზე ატარებდა, გათენებიდან დაღამებამდე.

“სკოლის შემდეგ იქ საათობით ვთამაშობდი. დასანანია, რომ იმ დროს მოედნის განათება არ გვქონდა და დაბნელდებოდა თუ არა, შინ უნდა წავსულიყავი. ხანდახან ჩემს საძებნელად წამოსული დედა ან ბებია მომაკითხავდა. ახლანდელივით ხელოვნური განათება რომ ყოფილიყო, მოედნიდან ალბათ არასოდეს გამოვიდოდი”, - იხსენებს ინიესტა.

???? იქ, იმ ადგილებში, სკოლის გადაღმა, სადაც დედა აქეთ-იქით დარბოდა, მამა კი კალატოზების ჯგუფს ედგა სათავეში, წარმოდგენაც არავის ჰქონდა, რომ ისტორია იწერებოდა. ამას ვერავინ ხვდებოდა, ვერც ოჯახი, ვერც მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად აგორებდნენ ბურთს და რომლებთანაც დღემდე აკავშირებს მეგობრობა.

???? ანდრეს ინიესტა - შემოქმედი
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Toli | ანდრეს ინიესტა