გაჩერდა, გაუღიმა და ჩაეხუტა
6 მარტი 2022, 23:21
რემიერ ლიგის მორიგ ტურში „ბრენტფორდი“ „ნორვიჩს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ძირითად შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენი მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.

მატჩის მიმდინარეობისას კი საკმაოდ კომიკური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთისთვის დანიელი ნახევარმცველი და ბრენდონ უილიამსი იბრძოდნენ. ფეხბურთელები წაიქცნენ და „ნორვიჩის“ ფეხბურთელი კრისტიანის ზემოთ მოექცა.

უილიამსმა ერიქსენის უხეშობის გამო ჩხუბი დააპირა და დაიწყო კიდეც, თუმცა იმ წამსვე, როდესაც გაიაზრა, რომ საქმე კრისტიანთან ჰქონდა მაშინვე გაჩერდა, გაუღიმა და ჩაეხუტა. მოთამაშეები ერთმანეთს ღიმილით დაშორდნენ.

ეს მომენტი სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა და გულშემატკივრები საკმაოდ გაამხიარულა. უმეტესი ნაწილი კი ბრენდონს სულგრძელობისთვის მადლობასაც კი უხდის.

[v]https://streams.ge/repository/ERIKS_3_5_2022_enc_2.mp4[v]
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | გაჩერდა, გაუღიმა და ჩაეხუტა