პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის „ჩელსი“ „ბარნლის“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „არისტოკრატებმა“ პირველი ტაიმი ვერ მოიგეს და ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი 4 უპასუხო გოლი გაიტანეს.
ამ შედეგით, ტომას ტუხელის გუნდმა ახალი შედეგი დააფიქსირა. 2012 წლის შემდეგ, „ჩელსი“ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით(4:0) გაიმარჯვა. უკანასკნელად ასეთი რამ „ტოტენჰემმა“ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მოახერხა.
ამ ტურის შემდეგ, ლონდონურ გრანდს სატურნირო ცხრილში 53 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელის გუნდი პირველ ადგილოსან „მანჩესტერ სიტის“ 13 ქულით ჩამორჩება და ფაქტობრივად ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს. მომავალ ტურში „არისტოკრატები“ „ნორვიჩს“ ესტუმრებიან.
[v]https://streams.ge/repository/CHELSI_3_5_2022_enc_2.mp4[v]