ლივერპული და ბარსელონა რაშფორდის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ
19 მარტი 2022, 01:03
„ბარსელონა“ და „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათიანით მარკუს რაშფორდით დაინტერესდნენ. ინგლისელი ფორვარდის ირგვლივ გაურკვევლობაა. არასტაბილური სათამაშო დრო და მუდმივად პოზიციის ცვლა - ამ ყველაფრის ფონზე ინგლისური პრესა წერს, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბის შეცვლა მოისურვოს.

ეს ყველაფერი „ბარსელონასა“ და „ლივერპულისთვის“ საკმარისი აღმოჩნდა და ორივე მხარე რაშფორდის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ რაშფორდის წრეს უკვე დაუკავშირდა და დაარწმუნა ფეხბურთელთან დაახლოებული ადამიანები, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან მისით.

რაშფორდთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ „ტელეფონი რეკავდა" მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა განიხილოს კლუბის დატოვება.

თუმცა, როგორც წყარო წერს, რაშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება არ სურს. „ბარსელონას" ინტერესმა შესაძლოა „მანკუნიანელებს" უბიძგოს თავდამსხმელთან მოლაპარაკებები დაიწყონ და ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ.

რაც შეეხება „ლივერპულს“, ინგლისელის გარემოცვას ისინიც დაუკავშირდნენ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაშფორდმა მტრის ბანაკში გადასვლა მოისურვოს ან თუნდაც „წითელმა ეშმაკებმა“ მათი აღზრდილის „ენფილდზე“ თამაში დაუშვან.

რაშოფრდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ხელშეკრულების მიხედვით მას შეუძლია კიდევ 1 წლით გუნდში დარჩეს, თუმცა გაურკვეველი ვითარება მას გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლის.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „იუნაიტედში“ ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
კომენტარები (1)
ავატარის გარეშე Toli19 მარტი 2022, 09:48
აუჰ
სიახლეები | Hazard | ლივერპული და ბარსელონა რაშფორდის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ