ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში „ჰალ სიტიმ“ „ლუტონს“ უმასპინძლა და უშანსოდ 1😺 დამარცხდა. არველაძის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
„ლუტონი“ საწყის წუთებში დაწინაურდა. ანგარიში მე-9 წუთზე ადებაიომ გახსნა. პირველ ტაიმში მასპინძლები მომენტების შექმნას ახერხებდნენ, თუმცა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.
მეორე ტაიმში სტუმრებმა „ჰალ სიტის“ კარში ზუსტად ორჯერ დაარტყეს და ორივე გოლით დასრულდა. 56-ე წუთზე კორნიკმა, ხოლო 72-ეზე ბრიმ გაიტანა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შოთას ბიჭები მაინც ბევრს აქტიურობდნენ, მაგრამ მომენტების რეალიზებას სამწუხაროდ ვერ ახერხებდნენ. "ვეფხვების" მხრიდან ერთადერთი და პრესტიჟის გოლის გატანა მატჩის 92-ე წუთზე ეავესმა შეძლო.