მესი და ნეიმარი არც ელაპარაკებიან - ჰაკიმის პსჟ-ს დატოვება უნდა
27 მარტი 2022, 16:21
პსჟ-ს მაროკოელი მარჯვენა მცველი გუნდის დატოვებას გეგმავს. RMC Sport-ის ცნობით, ის კლუბში არსებული გარემოთი და თავისი კარიერის მიმდინარეობით უკმაყოფილოა.

წყაროს ცნობით, ჰაკიმის გუნდში ფეხბურთელების დიდ ნაწილთან ურთიერთობაც არ აქვს. ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რომ ნეიმარი და მესი მას საერთოდ არც კი ელაპარაკებიან.

რამდენიმე თვის წინ დაიწერა, რომ პსჟ-ში შიდა სამზარეულო არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. გუნდი ორ ნაწილად არის გაყოფილი - ლათინოამერიკელები და ფრანგულად მოსაუბრენი. ორივე მხარეს თავისი ხედვები და პრივილეგიები აქვთ. არ ერიდებიან გუნდელების ჩაგვრას (იგულისხმება სათამაშო დროს შემცირება ან მომატება). პოჩეტინო სიტუაციას ვერ აკონტროლებს, რაც მატჩების დროსაც ძალიან კარგად ჩანს.

ჰაკიმი ასევე უკმაყოფილოა, რომ მას გუნდში თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება არ ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჰაკიმი 2021 წელს „ინტერიდან“ შეიძინა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აჩრაფის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მესი და ნეიმარი არც ელაპარაკებიან - ჰაკიმის პსჟ-ს დატოვება უნდა