"სალაჰის ლივერპულიდან წასვლა კატასტროფა იქნება...როგორც ჩანს, ის წავა"
27 მარტი 2022, 16:21
ალი მაკკოისტმა მოჰამედ სალაჰის „ლივერპულიდან“ შესაძლო წასვლა კატასტროფასთან შეადარა.

ეგვიპტელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი და პრესაში აქტიურად იწერება, რომ „მო“-მ შესაძლოა კლუბი დატოვოს. მის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი უკვე ავლენს.

„უფრო და უფრო, როგორც ჩანს, ის წავა. და ეს გრძნობა გაძლიერდება მანამ, სანამ არ კლუბი ფეხბურთელს არ შეუთანხმდება. ამ მომენტისთვის ლივერპულის პოზიცია უიმედო ჩანს. სიტუაცია საინტერესოა, რადგან ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუ საუკეთესო არა, ბოლო 18 თვის განმავლობაში. ის ფენომენალურია. ვფიქრობ, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ლივერპული უბრალოდ ვერ გადალახავს ხელფასების გარკვეულ ზღვარს და სიტუაცია უიმედო ჩანს. რამდენის გადახდა მოუწევს ლივერპულს სალაჰის შემცვლელისთვის? კითხვა კარგია. მაგრამ ასევე არის უარყოფითი მხარე - თუ სალაჰი მიიღებს იმას, რაც სურს, კიდევ სამი-ოთხი ადამიანი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით კლუბს იმავეს მოსთხოვს? კლოპმა და ლივერპულმა უნდა დაამყარონ ბალანსი. სალაჰის პრემიერ ლიგის დატოვება ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. ჩვენ გვინდა საუკეთესო ფეხბურთელები საუკეთესო ლიგაში და ის ერთ-ერთი მათგანია“,
- განაცხადა „რეინჯერსის“ ყოფილმა ფორვარდმა.

„მერსისაიდელებს“ სალაჰისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევთ, გაუმჯობესებული პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგვიპტელი გუნდს ამ ზაფხულსვე დატოვებს, რადგან 2023 წლის ივნისიდან ის თავისუფალი აგენტი ხდება და ბუნებრივია, „წითლებს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ.
კომენტარები (1)
ავატარი Hazard27 მარტი 2022, 16:48
კაიფი იქნება არადა 😃
სიახლეები | Hazard | "სალაჰის ლივერპულიდან წასვლა კატასტროფა იქნება...როგორც ჩანს, ის წავა"