მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრედი რინკონი 55 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. ინფორმაცია ესპანურ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ცნობებით, 11 აპრილს ვეტერანი ფეხბურთელი ავტოავარიაში კოლუმბიის ქალაქ კალიში მოხდა. რინკონი საკუთარი სატვირთო მანქანით, ორ შვილთან ერთად მგზავრობის დროს შუქნიშანზე, წითელს არ დაემორჩილა და გზაჯვარედინზე მომავალ ავტობუსს შეეჯახა.
[v]https://streams.ge/repository/AVARIAA_enc_2.mp4[v]
ფეხბურთელი ამავე ქალაქში, იმბანაკის კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ სამწუხაროდ, სამი დღის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს, რინკონი კი საავადმყოფოში თავის ქალის მძიმე დაზიანებით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.