ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საათებიღა რჩება. ხვალ, პარიზში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გამოვლინდება და ერთმანეთს „ლივერპული“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან. „სამეფო კლუბს“ შანსი ექნება, ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიგოს, „წითლები“ კი 6-გზის ჩემპიონები არიან.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, „რეალისგან“ ასეთ თამაშსა და ასეთ წარმატებას ალბათ, „ბლანკოსის“ ქომაგებიც არ ელოდნენ. გუნდი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ასაკოვანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და რეგრესი აქვს, ლა ლიგის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. გავიდა და თან როგორ! მადრიდელებმა ასპარეზობას ჯერ „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთიშეს, შემდეგ მოქმედ ჩემპიონს, „ჩელსის“ აჯობეს და ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგობა დაძლიეს.
„სამეფო კლუბი“ სამივე შეხვედრაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ სამივეჯერ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ფინალში დამსახურებულად გავიდა. „რეალი“ უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერვედ იასპარეზებს და გულშემატკივრების გახარებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, კარლო ანჩელოტის ბიჭებმა უამრავჯერ დაგვარწმუნეს, რომ შეუძლებელი არაფერია და როცა მოედანზე „ბლანკოსი“ იმყოფება, გამოსავლის პოვნა ნებისმიერი ვითარებიდან შეიძლება.
,vinka.
რა თქვა ანჩელოტიმ ფინალის წინ:
„მიმდინარე სეზონითა და კლუბში გატარებული პერიოდით დიდი სიამოვნება მივიღე. დღეს ბედნიერი და მშვიდი ვარ. ვიცი, ხვალ ძალიან ვინერვიულებ, მაგრამ ფეხბურთელთა სახეების დანახვის შემდეგ დავმშვიდდები, რადგან ისინი თავდაჯერებული იქნებიან. რეალმა მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და მაქსიმალური შედეგის მიღწევასთან ახლოს ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები ყველაფერს მშვენივრად უმკლავდებიან. ვეტერანები ახალგაზრდებს ეხმარებიან და ამბიცია და თავდაჯერებულობა იგრძნობა.
[ramk-7]რეალს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ჩვენს მაღალ დონეს წარმოაჩენს. ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, განსხვავებას შექმნიან და ინტენსიურ მატჩს ველოდებით. ამ შეხვედრაში ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს დონეს აჩვენებს. რეალში ერთი წელია, რაც დავბრუნდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეს გაცილებით ადრე მოხდა. ასეთი შეხვედრები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მშვენივრად ვიცით, ბლანკოსს რა ისტორია და როგორი ლეგენდარული სტატუსი აქვს. ამ მატჩში თამაშის უფლების მოპოვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ. ვიცი, რომ ხვალ, ევერტონის გულშემატკივრები ჩვენ გვიქომაგებენ, რადგან ლივერპულთან მტრობა აკავშირებთ. ევერტონში გატარებული დრო კარგად დამამახსოვრდა და დარწმუნებული ვარ, კანფეტების ფანები ხვალ ჩემ მხარეს იქნებიან.[/ramk-7]
ფინალში რამის კონტროლი წარმოუდგენელია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს. პარიზში კარგი განწყობით ჩამოვედით და საკმარისი დრო გვქონდა, რათა სათანადოდ მოვმზადებულიყავით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი იქნება. ფეხბურთში ბევრი რამაა, რის კონტროლიც წარმოუდგენელია. ეს ჩემი მეხუთე ფინალია, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე განწყობა მაქვს. ამ მატჩით სიამოვნებას მივიღებ, ხოლო როცა მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმება, საერთოდ სხვა ისტორია დაიწყება.”
.sfdsdfsdfsfwdfasdqafd.
უცნაურია, მაგრამ ფინალში ფავორიტი არა „რეალი“, არამედ მისი მეტოქე, „ლივერპული“ გახლავთ. მერსისაიდელები საოცარ სეზონს ატარებენ და 4 ტიტულის მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში არ გაუმართლათ და ახლა მათი მაქსიმუმი ტრებლის გაფორმებაა. ფინალამდე „ლივერპულის“ ქომაგთა მთავარი საზრუნავი ფაბინიოსა და ტიაგო ალკანტარას მდგომარეობაა. „წითლების“ ნახევარდაცვის ლიდერებს ტრავმები აწუხებთ, თუმცა ბრიტანულ პრესაში წერენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და „რეალთან“ მატჩის გამოტოვება არ მოუწევთ.
„ლივერპულს“ რევანშის აღება სურს და „წითლების“ ფეხბურთელები ამას არ მალავენ. 2018 წელს, „ბლანკოსმა“ „წითლებს“ ფინალური შეხვედრა მოუგო და მო სალაჰის მიხედვით, ის მატჩი მერსისაიდელებს ძალიან კარგად ახსოვთ. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალი „რეალმა“ 1981 წელს წააგო და მაშინ „სამეფო კლუბის“ მეტოქე სწორედ „ლივერპული“ იყო, ფინალი კი მაშინაც პარიზში გაიმართა.
.hjjsdfhshsrthyerthfdg.
რა თქვა კლოპმა ფინალის წინ:
არ ვიცი, ფავორიტი ვინაა. ჩემი გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ ფავორიტი რეალია, რადგან ასეთ შეხვედრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა პარალელურად, მინდა, რომ ჩვენ მეტოქის დონეზე ვიყოთ. თუ ლივერპულმა თავისი თამაში აჩვენა, მის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესია და ამ მომენტისთვის, ჩემი მთავარი საზრუნავი სწორედ ისაა, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და თავდაჯერებული ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ფავორიტი ვინაა და ეს არც მაინტერესებს.
გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ ფეხბურთის მოყვარული ხარ, გეცოდინება, რომ ის, რაც მიმდინარე სეზონში ჩემმა ბიჭებმა გააკეთეს, გასაოცარი რამაა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველაფერი მედლის სინჯით იზომება და ამასთან შეგუებულნი ვართ, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან ვამაყობ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ. ფინალში შემთხვევით არ გავსულვართ, ეს დავიმსახურეთ და ლივერპული ნებისმიერი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. კარგ ხასიათზე ვართ და ყველა აღფრთოვანებულია, აქ რომ ვიმყოფებით. ტიაგო და ფაბინიოს მდგომარეობა იმედისმომცემია. დღეს, ორივე მათგანი ივარჯიშებს და ვნახოთ, რა მოხდება.
ძალიან მიხარია, რომ მატჩი ჩატარდება და ეს სანქტ-პეტერბურგში არ მოხდება. რუსეთს სწორედ ასეთი შეტყობინება უნდა მიეღო. მართალია, სიცოცხლეებს ანადგურებენ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ეს ფინალი უკრაინელი ხალხისთვისაა
[ramk-7]სიმართლე გითხრათ, ტაქტიკურად რაღაც მოულოდნელი რომ გავაკეთო, ჩემი ფეხბურთელები იფიქრებენ, რომ ვნერვიულობ. თუ ყოველთვის სწორ რაღაცას აკეთებ, ტრადიციას ფინალშიც არ უნდა უღალატო. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ."[/ramk-7]