სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა, „მილანმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს მფლობელი შეეცვლება. „როსონერიმ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ RedBird Capital Partners-მა Elliott Management-თან შეთანხმებას მიაღწია და „შავ-წითლების“ სანაცვლოდ 1.2 მილიარდ ევროს გადაიხდის.
„დღეს, RedBird Capital Partners-მა და Elliott Advisors UK Limited-მა გამოაცხადეს, რომ მილანის გაყიდვასთან დაკავშირებით, გადამწყვეტ შეთანხმებას მიაღწიეს. მფლობელის შეცვლის პროცესში ზაფხულში წარიმართება და გარიგება სექტემბრამდე დაიხურება. გარიგება 1.2 მილიარდ ევროდაა შეფასებული და პროცესის დასრულების შემდეგ, Elliott Management-ი კლუბში მცირე ფინანსურ ინტერესს შეინარჩუნებს და დირექტორთა საბჭოში რამდენიმე წევრი ეყოლება. RedBird-ის პრიორიტეტია, რომ კლუბთან და მის მენეჯმენტთან მუშაობა განაგრძოს, რათა მილანის ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნებას ხელი შეუწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.