მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში უკრაინა სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდა, უმძიმეს ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც უელსს დაუპირისპირდება.
უკრაინის ნაკრების რიგებში გოლები იარმოლენკომ, იარემჩუმკა და დოვბიკმა გაიტანეს.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა.
„არის მომენტები როდესაც სიტყვები ზედმეტია და უბრალოდ ამაყი ხარ. მადლობა ბიჭებო. 2 საათიანი ბედნიერება და კარგ ამბავზე ფიქრი. გავედით, ვიბრძოლეთ, გავძელით და მოვიგეთ. იმიტომ,რომ უკრაინელები ვართ. ეს იყო ჩვენი ჯარისკაცების და მთლიანად ქვეყნის სიხარული. ჩვენ ვიბრძვით ყოველდღე . ყველას თავის ფრონტზე იბრძვის. ჩვენი ლურჯ - ყვითელი დროშისთვის, ჩვენი ჰერბისთვის და ერთობისთვის. ეგრე იქნება ყოველთვის ვბრძოლობთ, ვჩხუბობთ, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. იმიტომ , რომ უკრაინელები ვართ!“ - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალური შეხვედრა 5 ივნისს კარდიფში გაიმართება, სადაც უკრაინის ნაკრები უელსს დაუპირისპირდება.