ფინანსური სარგებლის მიზნით - ბარსელონა ნოუ კამპს ნებისმიერ ადამიანზე გააქირავებს
2 ივნისი 2022, 12:42
„ბლაუგრანას“ ოფიციალური ვებ-საიტის მეშვეობით ვიგებთ, რომ „ნოუ კამპი“ ნებისმიერ მსურველზე გაქირავდება, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, თავისი წესებიც ექნება.

ბარსას სტადიონის ქირაობისთვის საჭიროა 22 ადამიანი. თითოეულმა მათგანმა კი 300 ევრო უნდა გადაიხადოს. ამ ღირებულებაში კი საკმაოდ ბევრი ბენეფიტი შედის.

15-წუთიანი გახურება, 1 საათიანი მატჩი, შესვენების დროს და შეხვედრის შემდეგ, „ბარსელონას“ გასახდელით და შხაპით სარგებლობა, პირველადი სამედიცინო მომსახურება, კლუბის მუზეუმის დათვალიერება.

ეს პროექტი 6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა სტადიონის გაქირავება ფინანსური სარგებლის მიზნით გადაწყვიტა. სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბს კრიზისი აქვს და ახლა ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი მნიშვნელოვანია.
კომენტარები (1)
ავატარი Hazard2 ივნისი 2022, 12:43
ნუგზარა აიხდენს ოცნებას ისე მიდის საქმე 😃
სიახლეები | Hazard | ფინანსური სარგებლის მიზნით - ბარსელონა ნოუ კამპს ნებისმიერ ადამიანზე გააქირავებს