"ჩვენ ხელფასებში 540 მილიონს ვხარჯავთ, ბაიერნი 300-ს, რეალი კი 400-ს"
3 ივნისი 2022, 19:54
„ბარსელონაში“ არსებული სახელფასო ზღვარი და ზოგადად რაოდენობა, „ბაიერნში“ არსებულ ლიმიტს ორჯერ აღემატება.

ამის შესახებ კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ განაცხადა.

„მატეუ ალემანიმ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი 560 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ბაიერნის - მათ აქვთ 300 მილიონი ევრო, ხოლო მადრიდის რეალს - 400 მილიონი ევრო. თითოეულ მოთამაშესთან ინდივიდუალურად მოვილაპარაკებთ. გუნდის ვეტერანებთან სიტუაცია კლუბის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ყველაზე დიდი კონტრაქტები აქვთ. წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფეხბურთელის გადასაწყვეტია. მოთამაშეებს აქვთ გარკვეული ხელშეკრულებები, რომლებიც ვიღაცამ გააფორმა მათთვის. რაღაცების გაკეთების უფლებას ჩვენს თავს არ ვაძლევთ და მსგავსი რამ უნდა შეფასდეს. ​ისინი არავის მოუტყუებია და ბარსამ კონტრაქტის პირობები შეასრულა. ახლა ჩვენ მათთან უნდა ვისაუბროთ“,
- თქვა რომეუმ RAC1-თან ინტერვიუში.

როგორც ცნობილი ხდება, „ბარსელონამ“ CVC-სთან შეთანხმებაზე უარი განაცხადა, რაც კლუბის სატრანსფერო გეგმებს უფრო ართულებს. ჟოან ლაპორტამ სხვა გზა აირჩია.

ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს. საუბარია 50%-ზე. ასევე არ არის გამორიცხული რომელიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეც გაიყიდოს. ყველაზე აქტიურად ფრენკი დე იონგზე იწერება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | "ჩვენ ხელფასებში 540 მილიონს ვხარჯავთ, ბაიერნი 300-ს, რეალი კი 400-ს"