ნიდერლანდების ფეხბურთის სამეფო კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ 2023-24 წლების სეზონიდან ფეხბურთის ახალ წესებს გამოცდის. მათი შემუშავება საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოსთან, IFAB-თან თანამშრომლობით მოხდა და საპილოტე პროექტი ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში გაშვება.
რა ცვლილებებს იხილავენ გულშემატკივრები
1) აუტების ფეხით გათამაშება დაშვებული იქნება და აუტებისას ფეხბურთელებს გვერდითა ხაზიდან დრიბლინგის დაწყება შეეძლებათ.
2) ფეხბურთელებს შესაძლებლობა ექნებათ, ჯარიმები დრიბლინგით გაითამაშონ.
3) ყვითელი ბარათი 5-წუთიანი გაძევებაა.
4) მწვრთნელებს იმდენი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ, რამდენსაც მოისურვებენ.
5) ტაიმები 30-წუთიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებას ფიფაც აქტიურად განიხილავს. საფეხბურთო ტურნირი, Future of Football Cup-ი სწორედ ამ წესებით გაიმართა და ტესტირება ნიდერლანდური ფეხბურთის სამოყვარულო დივიზიონებშიც მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
5-წუთიანი გაძევებები, 30-წუთიანი ტაიმები
8 ივნისი 2022, 15:01
.cry.
Iunaitedi, საიდანაც შეუძლიათ იქიდან ხმარობენ ფეხბურთს, ჯარიმების დარტყმა ისედაც მიატოვეს ფეხბურთელებმა და ეს რა გაჩითეს ახლა
Lampard, siaxle unda shemoigon fexburtshi vitom da yleobas igeben.