რუდიგერი: არჩევანი ჩელსისა და რეალს შორის მქონდა,
9 ივნისი 2022, 20:30
ანტონიო რუდიგერმა „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, პრესასთან თავისი ემოციების შესახებ ისაუბრა.

- როგორ ფიქრობ, ეს ყველაზე დიდი ნაბიჯია შენს კარიერაში?

„ვფიქრობ, რომ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც სხვადასხვა თავია და ახლა ჩემთვის ახალი იწყება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავი, ჩემთვის დიდი ნაბიჯი. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში“.
- რამდენი შემოთავაზება გქონდა?

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი საუბარი მქონდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არჩევანი მადრიდის რეალსა და ჩელსის შორის გავაკეთე“.
- რა იფიქრე, როცა რეალი დაგიკავშირდა?

„როცა პირველად გავიგე რეალის ინტერესის შესახებ... წარმოიდგინე. უბრალოდ wow იყო! როგორც მახსოვს, რეალი პირველად დამიკავშირდა სექტემბერში ან ოქტომბერში. ასეთი კლუბიდან ყოველდღე არ გირეკავენ და ეს წარმოუდგენელი იყო“.
- კლუბში გადადიხარ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ მოიგო. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დამატებითი ზეწოლა ფეხბურთელზე, რომელიც მადრიდის რეალში მიდის?

„დიახ, არის ზეწოლა, მაგრამ ეს არის მადრიდის რეალის ისტორია. ეს კლუბი მიჩვეულია გამარჯვებას, მისი მენტალიტეტი გამარჯვებაზეა დაგეშილი. მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩემს ხასიათშიც არის“,
- განაცხადა რუდიგერმა.
კომენტარები (7)
ავატარი Hazard9 ივნისი 2022, 20:31
ყლე რო იყავი ყოველთვის ვიცოდი
ავატარი Iunaitedi9 ივნისი 2022, 20:49
Inanebt amis wasvlas 😃
ავატარი Hazard9 ივნისი 2022, 20:50
Iunaitedi, სულ ვამბობდი ყლეა თქო და აგერ ფაქტი 😃
ავატარი Iunaitedi9 ივნისი 2022, 21:06
Lampard, xelfasi gagezardat jobda 😃
ავატარი Hazard9 ივნისი 2022, 21:07
Iunaitedi, რეალი ავირჩიეო იძახის და გაზრდა კიარა თავისდროზე უნდა გაეგდოთ ეს 😃
ავატარი Iunaitedi9 ივნისი 2022, 21:24
Lampard, xelfasis argazrdis mere airchia reali 😃
ავატარი Hazard9 ივნისი 2022, 21:29
Iunaitedi, კონტრაქტი უნდა გაეწყვიტათ სანამ დრო იყო
სიახლეები | Hazard | რუდიგერი: არჩევანი ჩელსისა და რეალს შორის მქონდა,