ძალადობის ბრალდება - მოსამართლემ რონალდუ უდანაშაულოდ სცნო
12 ივნისი 2022, 19:05
2018 წელს კრიშტიანუ რონალდუ სკანდალში გაეხვა. ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ განაცხადა, რომ 2009 წელს ფეხბურთელმა ის ლას-ვეგასში, სასტუმროში გააუპატიურა, შემდეგ კი დუმილისთვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა. რონალდუმ მაშინვე უარყო ბრალდებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ამბავი ამით არ დასრულებულა.

ცეცხლზე ნავთი დაასხა რონალდუს ყოფილმა მეუღლემ, ჟასმინ ლენარდმა. მან გოგონას დახმარება შესთავაზა ადვოკატის პოვნაში და თქვა, რომ სინამდვილეში კრიშტიანუ საერთოდ არ არის ის, როგორადაც თავს წარმოაჩენს.

თუმცა, 2019 წელს საქმე დაიხურა, რადგან კეტრინმა ვერ შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების მიწოდება.

„დღემდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვაცხადებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებები არ შეიძლება იყოს დასაბუთებული“,
- ნათქვამია ლას-ვეგასის პროკურორთა განცხადებაში. მაგრამ გოგონა ამით არ გაჩერებულა და ფეხბურთელის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. მასში მან სპორტსმენისგან კომპენსაციის სახით 56 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

Mirror-ის ცნობით, მაიორგას ხელი ამჯერადაც მოეცარა. ლას-ვეგასის მოსამართლემ ჯენიფერ დორსიმ არ დააკმაყოფილა სარჩელი რონალდუს წინააღმდეგ და დასავლური მედიის ცნობით, საქმის ხელახალი განხილვა შეუძლებელია.

დორსიმ დაადგინა, რომ რონალდუს წინააღმდეგ წამორდგენილი დოკუმენტები ეყრდნობოდა მედიაში გავრცელებულ სავარაუდო მოპარულ მასალას. წყაროს ცნობით, მოსამართლემ პროკურატურის მიერ სარჩელის შეტანის მიზნით მოპარული მასალების გამოყენებას „არაკეთილსინდისიერი“ ქმედება უწოდა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ძალადობის ბრალდება - მოსამართლემ რონალდუ უდანაშაულოდ სცნო