ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამოს 3 ვარიანტი
15 ივნისი 2022, 09:55
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბათუმის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. თუ გია გეგუჩაძის გუნდი სლოვაკური ბრატისლავას ''სლოვანის'' ბარიერს დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:

ზაგრების ''დინამო'' პოზნანის ''ლეხი'' - ''ყარაბაღი'' (აზერბაიჯანი) ''ტობოლი'' (ყაზახეთი) - ''ფერენცვაროში'' (უნგრეთი)
15 ივლისს, ნიონში წილისყრა გაიმართება და ცნობილი გახდება ბათუმის ''დინამოს'' შემდეგი მეტოქე მოცემული სამი ვარიანტიდან. შესაძლოა, ეს იყო ზაგრების ''დინამო'' ან მოცემული ორი წყვილიდან ერთ-ერთი.

შეგახსენებთ, ''სლოვანსა'' და ბათუმის ''დინამოს'' შორის პირველი შეხვედრა 5/6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 12/13 ივლისს ბათუმში ჩატარდება.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამოს 3 ვარიანტი