ფაბრიციო რომანო: ბაიერნმა მანესთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
15 ივნისი 2022, 21:09
სადიო მანე „ლივერპულიდან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ 3-წლიანი კონტრაქტის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.

Sadio Mané has reached full verbal agreement with Bayern on personal terms. Three year contract ready - talks will enter into final stages with Liverpool, new bid set to be submitted. ???????????? #FCBayern #LFC are aware of his decision: Mané wants Bayern - and it's really close now. pic.twitter.com/v8cDmrFS91

— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 15, 2022
წყაროს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა - მალე მიუნხენელები მანეს თაობაზე ახალ შეთავაზებას გააკეთებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეკორდმაისტერი“ სენეგალელის სანაცვლოდ 35+5 მილიონ ევროს გადაიხდის.

ლივერპულმა იცის მანეს გადაწყვეტილება: ფეხბურთელს „ბაიერნში“ გადასვლა სურს. ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება.

როგორც გერმანულ პრესაში იწერებოდა, სადიო მანე დიდი ალბათობით გუნდში რობერტ ლევანდოვსკის ადგილს დაიკავებს. პოლონელს კობიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და მომდევნო სეზონისთვის საკუთარ თავს „ბაიერნის“ რიგებში ვეღარ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 30 წლის მანემ „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ფაბრიციო რომანო: ბაიერნმა მანესთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა